dakaruli jiSebi - berZula

 

ბერძულა - (ინგ. Berdzula) (რუს. )

სინონიმი: უცნობია. წარმოშობა: გურია.

ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა და ჩანგისებური, მომრგვალო ფუძით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად შებუსული  ჯაგრისებური ბუსუსით.

ყვავილი: ორსქესიანი.

მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის.

მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, შავი ფერის, რბილობი წვნიანი.

ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,5 %, მჟავიანობა 9,2 გ/ლ.

მოსავლიანობა: საშუალოზე მაღალი.

სამეურნეო მიმართულება: საღვინე.

ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.

დამატებითი ინფორმაცია: ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ნაკლებად გამძლეაჭრაქის მიმართ.

დღევანდელი მდგომარეობა:  დაკარგული ჯიშია.

წყარო: Рамишвили М. А.

ავტორი: ირმა მდინარაძე.